საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 965, „პისიარ“ ტესტით – 12 588.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,79%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო შვიდი დღის – 6,44%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 602 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 570 443 გამოჯანმრთელდა, 8 711 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 700 895 აცრა, დღიურად აცრილია 12 948.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 915 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 930 პირი.