/მომავალ ლიდერთა სკოლაში #ELS 2021-2022 წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

მომავალ ლიდერთა სკოლაში #ELS 2021-2022 წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

Spread the love

📣 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილეობის მისაღებად!ტრენინგები ჩატარდება ჰიბრიდული რეჟიმით – ვირტუალ და ფიზიკურ სივრცეში – თბილისში.

ELS-ის მიზანია ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

 გაინტერესებს როგორ გახდე ELS-ელი? შემოგვიერთდით, 24 სექტემბერს, 17:30 საათზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ოფისის ღია სივრცეში (ალ.პუშკინის #13), სადაც GIP-ის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან პროექტზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებზე. შეგეძლებათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მეტი გაიგოთ აღნიშნული ინიციატივის შესახებ.▶️ მისამართი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ალ. პუშკინის #13, თბილისი (პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარეს).

ELS-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ > www.els-gip.ge📚 მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და მათ პროფესიულ ზრდას.

📍 2021-2022 წლისთვის მომავალ ლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ასაკის აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლებათ ELS-ის სესიებზე 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით დასწრება, როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ სივრცეში (თბილისში).

📝 თუ გსურს გახდე ELS-ელი, შეავსე სააპლიკაციო ფორმა > 

https://docs.google.com/…/1FAIpQLScTUyjzitUHiv…/viewformგაეცანი განცხადებას jobs.ge-ზე –https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=325403…


Spread the love