/ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილებისთვის

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილებისთვის

Spread the love

დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.

„დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


Spread the love