/საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4351 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 192 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, „პისიარ“ ტესტით – 7 750.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,5%, ბოლო 14 დღის – 7,81%, ბოლო შვიდი დღის – 7,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 581 815 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 545 961 გამოჯანმრთელდა, 8 233 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია 14 703. კარანტინის რეჟიმშია 85, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 186 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 611 პირი.

გუშინ, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 838 შემთხვევა გამოვლინდა, 5 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.


Spread the love