/საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 317, „პისიარ“ ტესტით – 16 308.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,95%, ბოლო 14 დღის – 9,46%, ბოლო შვიდი დღის – 8,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 562 627 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 509 181 გამოჯანმრთელდა, 7 732 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 285 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 670.

კარანტინის რეჟიმშია 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 061 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 453 პირი.

გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 86 კი გარდაიცვალა.


Spread the love