/საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 288 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 185, „პისიარ“ ტესტით – 12 103.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,53%, ბოლო 14 დღის – 10,93%, ბოლო 7 დღის – 10,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 523 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6 891 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 010 096 ადამიანი, დღიურად აცრილია 30 067. კარანტინის რეჟიმშია 116, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 410 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 320 პირი.


Spread the love