2 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა,
ინფიცირებულები არიან ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; სადმელი, ნიკორწმინდა, ფუტიეთი, ჭყვიში და ჭრებალო.
სამწუხაროდ, დღეს ამბროლაურში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პიროვნება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 252 პირი , სტაციონარში გადაყვანილია 21, ხოლო ბინაზე მკურნალობს 137.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.