/SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა გადასცა

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა გადასცა

Spread the love

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა გადასცა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ნარჩენების მართვის სამსახურს ნარჩენების სეპარირებულად (მინა, პლასტიკი, ქაღალდი) შეგროვებაში, მარტივად გადამუშავებასა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემდგომ გამოყენებაში დაეხმარება.

ღონისძიება SlovakAid-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის კარიტასი სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან თანამშრომლობს. პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში ჩეხეთის კარიტასმა ნაგავმზიდი და სანაგვე ურნები დუშეთის მუნიციპალიტეტსაც გადასცა, 2021 წლის მარტში კი – ონის მუნიციპალიტეტი მეტალის ურნებით უზრუნველყო. 2021 წლის თებერვალში ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში კარიტასმა ხულოს მუნიციპალიტეტს ასევე გადასცა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა.


Spread the love