/“გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას”-თამარ გაბუნია

“გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას”-თამარ გაბუნია

Spread the love

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდავს გეგმავს.

როგორც მან იმედის ეთერში ისაუბრა, ამაზე ფიქრი უკვე დაიწყეს, რადგან, მისივე მტკიცებით, “გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას”.

“ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი”, – თქვა გაბუნიამ.


Spread the love