აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ აპრილში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული.
დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საკუთარ მანქანაში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა, თუ მანქანაში არასრულწლოვანიც იქნება. პროექტის მიხედვით, მოწევა საერთოდ იკრძალება ტაქსებში. ინიციატივის ავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.