ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ იწყება!
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში 3 ივლისს, 19:00 საათზე ანსამბლი ჩვენებურები – Chveneburebi მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგება რაჭველი მსმენელის წინაშე.
ფესტივალის ფარგლებში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
#ფოლკლორისცენტრი
#ხალხურისაღამოები