/ონში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ონში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

Spread the love

დღეს 1 ივლისს, ონში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი.

საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლების რწმუნებულებთან.

შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ასევე ფუნქციონირებს ქალაქ ამბროლაურში.

მისამართი-აღმაშენებლის 24  მეორე სართული.

იურისტ-კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე. ტელ: 595 30 88 47

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 29 საკონსულტაციო ცენტრი.


Spread the love