/დღეს სოფელ ღარში საჯვარეობის დᲦესასწაული აᲦინიᲨნება

დღეს სოფელ ღარში საჯვარეობის დᲦესასწაული აᲦინიᲨნება

Spread the love

 

საჯვარეობა ონის მუნიციპალიტეტში! იამაყე რაჭით!

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში არსებობს დღესასწაული საჯვარეობა,რომლის შესახებაც პატარა ამბავს მოგიყვებით.

ონის ერთერთ სოფელში, ღარში კაცს
მთავარანგელოზი გამოეცხადა, რომელიც გზას გაუყვა და თან გაჰყვა კაციც. პირველად მთავარანგელოზი გალავანში გაჩერდა და ილოცა. შემდეგ სოფელ კოზში შეჩერდა,სადაც დღემდე არის შემორჩენილი ქვა, რომელსაც ამ ცხენის წინა ნაფეხურები ამჩნევია . ამ ადგილს „ნასაყდრი“ჰქვია. გააგრძელა მთავარანგელოზმა გზა, მივიდა იმ ადგილას სადაც უზარმაზარი ჩიხრებია და იქ ლოცვაში გაათენა ღამე. მეორე დილით, დაახლოებით ორი კილომეტრი, კიდევ ავიდა ზემოთ მთისკენ, ილოცა, გაიხსნა კლდე, შევიდა შიგნით და გაუჩინარდა.

დაბრუნდა ეს კაცი სოფელში და ამ სასწაულის აღსანისნავად სოფლელებს მოუხმო, მოუყვა ყველაფერი რაც გადახდა და სოფელმაც დიდი ზეიმი გამართა. ეს მოხდა აღდგომიდან მერვე შაბათ-კვირას.

კვირა დღეს სოფლის თავში დღემდე იმართება დიდი ზეიმი, სადაც ქალი და ბავშვი ეგებება მთიდან ჩამოსულ მომლოცველებს. ყველა გვარს თავის ადგილი და სუფრა აქვს. ასევე საწირავში კატეგორიულად იკრძალებოდა გინება, ჩხუბი და სუფრის არევა. თუ ვინმე მაინც შეიგინებოდა მთელი ღამით მიაბავდენ ხეზე და ასე სჯიდნენ.

საწირავიდან ბოლო ადამიანის წამოსვლის შემდომ , აუცილებლად წვიმდა . ეს თქმულება დასტურია იმისა რომ ადამიანის ნაფეხური არ დარჩეს, რათა ისევ წმინდად იყოს სალოცავის ტერიტორია სოფლის თავში. იქიდან წამოსული მომლოცველები სანამ სოფელის სალოცავზე შემოვლენ მახარობელს გამოაგზავნიან, რათა ახაროს სოფელს რომ ყველა მშვიდობითაა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის შემდეგ ყველა გვარი თავის მაგიდასთან ქეიფობს. დამხვედრ ქალებს ჩვეულებისამებრ წამოღებული აქვთ განატეხი. განატეხი, ზოგადად ზემო რაჭველებისთვის „საღვთო პურს“ ნიშნავს.საწირავში წასაღებ სანთელსაც სახლში ჩამოქნიდნენ.

დადგინდა, რომ ყოველ წელიწადს აღდგომიდან მერვე კვირას დამკვიდრებულიყო დღეობა და მთავარანგელოზის მადლით ,,საჯვარეობა” დაერქვა. იმ დღიდან მოყოლებული სოფელი ყოველ წელიწადს ზეიმობს ამ დღესასწაულს.


Spread the love