/ეროვნული ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია

ეროვნული ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია

Spread the love

16 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.36 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8356 ლარი გახდა.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.25 თეთრით შემცირდა და 4.4674 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა


Spread the love