/თამარ გაბუნია – სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

თამარ გაბუნია – სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

Spread the love

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს.

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

,, რა თქმა უნდა, განიხილება ასევე შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა გაბუნიამ.


Spread the love