/საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283. კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 147 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.

 


Spread the love