სინოვაკით ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება.
დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირველი, ისე მეორე დოზის მისაღებად.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.
ვრცლად სინოვაკის ვაქცინის შესახებ :
https://bit.ly/3gblcBo
ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი:
https://bit.ly/3zm6IGo
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://bit.ly/3vo93O9
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
#ჯანდაცვა2021
#ვაქცინაგვიცავს
#ProVax