/მიმდინარე წლის 6 მაისიდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის საავადმყოფოში მიმდინარეობს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია

მიმდინარე წლის 6 მაისიდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის საავადმყოფოში მიმდინარეობს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია

Spread the love

 

მიმდინარე წლის 6 მაისიდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის საავადმყოფოში მიმდინარეობს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6 მაისიდან 24 მაისამდე მოქალაქეები აიცრნენ სინოფარმის ვაქცინით.

24 მაისს სინოფარმი ჩაანაცვლა სინოვაკის ვაქცინამ.

საინტერესოა ვაქცინაციის სტატისტიკა:
მაისის თვეში ონის მუნიციპალიტეტში აიცრა 268 მოქალაქე.

1 ივნისიდან დღემდე აცრილია – 108 მოქალაქე.

მოქალაქეთა აცრების მიმდინარეობის მონიტორინგს ახორციელებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვაქცინებით რეგულარულ მომარაგებას ახდენს, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – დირექტორი ნონა ბაკურაძე.

აცრებს აწარმოებს გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. მათ ვაქცინაციის დაწყებამდე სათანადო გადამზადება გაიარეს. ნიშანდობლივია, რომ ვაქცინაციის პროცესი დღემდე, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. მათი ღიმილი, ადამიანებზე ზრუნვა და კეთილგანწყობა მართლაც მისაბაძია.
იცნობდეთ:

თამარ გრძელიშვილი – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ონის საავადმყოფო – ექიმი თერაპევტი, ოჯახის ექიმი
მედეა ბერაია – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ონის საავადმყოფო – ექიმი პედიატრი, ემერჯენსოლოგი.

ნანა რეხვიაშვილი – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ონის საავადმყოფო – მედდა.

ნინო ბერიშვილი – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ონის საავადმყოფო – მედდა.

TAGS:

Spread the love