/ინფორმაცია 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის თაობაზე

ინფორმაცია 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის თაობაზე

ავტორი: ნანა მაისურაძე

 

განცხადება:

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების სამთავრობო კომისიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით 2021 წლის 7 ივნისიდან გამოცხადდა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ – ის  პრიორიტეტი-1 „ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე“-ის, პრიორიტეტი-2 „უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“-ის და პრიორიტეტი-4 „ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება“-ის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

http://rls.gov.ge/saj_a.php?id=4