განცხადება:
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების სამთავრობო კომისიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით 2021 წლის 7 ივნისიდან გამოცხადდა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ – ის პრიორიტეტი-1 „ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე“-ის, პრიორიტეტი-2 „უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“-ის და პრიორიტეტი-4 „ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება“-ის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
http://rls.gov.ge/saj_a.php?id=4