/სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

Spread the love

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 2 და 6 ივნისს ამხანაგურ მატჩებს გამართავს  რუმინეთთან და ნიდერლანდებთან. შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს სამგურალის მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

პრესკონფერენცია: 19 მაისს, 14 საათზე, სასტუმრო შერატონში, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

2 ივნისი – რუმინეთი V საქართველო (22:45)
6 ივნისი – ნიდერლანდები V საქართველო (20:00)
ამხანაგური მატჩების რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 


Spread the love