/საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516  გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 149 191  ადამიანი, დღიურად აცრილია  5 251.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.


Spread the love