/1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

Spread the love

გილოცავᲗ ბავᲨვᲗა დაცვის საერᲗაᲨორისო დᲦეს.

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, რომ ის ვალდებულია უზურნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელება.

ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

1925 წლის 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.

ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან – ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ – დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლური დროშა გამოსახავს.

მწვანე ფონზე (რაც ზრდის, ჰარმონიის, ხალისისა და ნაყოფიერების სიმბოლოა) დედამიწის, როგორც საყოველთაო სახლის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობასა და მშვიდობას ასახავენ.

1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.

თუმცა, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.


Spread the love