/უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას

Spread the love

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იქნას აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებ

Spread the love