/ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით დღეს 25 მაისს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით დღეს 25 მაისს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა გაიმართება

Spread the love

ნიდერლანდების ავიაკმპანიამKLM-მა ბელარუსის თავზე ფრენა დროებით შეაჩერა. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ავიაკომპანიებს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მარკ რუტეს მოწოდება გაითვალისწინეს სხვა ავიაკომპანიებმაც, მათ შორის ლატვიურმა „ეარ ბალტიკმა“, გერმანულმა „ლუფთჰანზამ“ და უნგრულმა „ვიზეარმა“.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს ბელარუსის თავზე ფრენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ევროკავშირის საბჭომ.

ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით დღეს 25 მაისს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს


Spread the love