/საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 456 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 4,45%, ბოლო 14 დღის – 3,86%, ბოლო შვიდი დღის – 4,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 339 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 320 777 გამოჯანმრთელდა, 4 654 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 117 354 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 354.

კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 673 პირი.