/ამბროლაურის საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო

ამბროლაურის საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო

ავტორი: ნანა მაისურაძე

ამბროლაურის საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო.

აუზზე მკაცრად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შესაბამისი რეგულაციები.

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდულია მოქალაქეთა მიღების საათები და რაოდენობა. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ დახურული აუზი.

ფასები: 6 ვიზიტი-30 ლარი;

8 ვიზიტი-40 ლარი;

12 ვიზიტი-50 ლარი;

16 ვიზიტი-60 ლარი.

ერთი ვიზიტი აბონემენტის გარეშე-10 ლარი.

(აბონემენტი ერთთვიანია).

შემოსვლის საათები: 11, 13, 15 და 17 საათი.

დასვენების დღეები – შაბათ-კვირა.

ივნისის თვიდან ფუნქციონირებას ღია აუზიც დაიწყებს.