/2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა აიკრძალება

2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა აიკრძალება

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

2023 წლიდან, მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამკტიცებულ “ტყითსარგებლობის ახალ წესშია” საუბარი. ცნობილი ხდება, რომ საშეშე მასალა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში განთავსებულ ე.წ. “საქმიან ეზოებში” გაიყიდება.

ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.