/საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 186,, „პისიარ“ ტესტით – 18 023.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 4,58%, ბოლო შვიდი დღის – 3,81%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 333 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 97 153 ადამიანი, დღიურად აცრილია  3 819.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 243 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.