/18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

Spread the love

 

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.

მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ ტარდება.

 

ონის მხართმცოდნეობის მუზეუმი თავის ისტორიას 1948 წლიდან ითვლის. ოთხწლიანი შემგროვებლობითი და საკვლევაძიებო სამუშაოების შემდგომ 1952 წლის 12 ოქტომბერის მუზეუმი ახალი ექსპოზიციებით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. სულ, 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი.

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მზეუმი დაარსდა 1965 წელს , საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ნიკოლოზ მეტონიძის თაოსნობით. შექმნისთანავე, მუზეუმის ფონდში ჩაირიცხა 600-მდე ნამუშევარი: ფერწერული, ჭედური, გრაფიკული, სკულპტურული და კერამიკული ნამუშევრები. ექსპონატთა დიდი ნაწილი თავად ნიკოლოზ მეტონიძის შემწეობით მოხვდა მუზეუმში_ის დაუკავშირდა მხატვართა კავშირს, სამხატვრო აკადემიას, პირადად მხატვრებს და შეაგროვა ექსპონატთა საკმაოდ დიდი კოლექცია. ისეთმა მხატვრებმა, როგორებიც იყვნენ ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, უჩა ჯაფარიძე და სხვანი, მუზეუმს საჩუქრად გადასცეს საკუთარი ნამუშევრები. წარმოდგენილთაგან რამდენიმე, მუზეუმს საკუთარი სახსრებითაც აქვს შეძენილი. აქ ძირითადად წარმოდგენილია XX საუკუნის ქართული მხატვრობა, ფონდში დაცულია ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, ჯიფსონ ხუნდაძის, ავთო ვარაზის, გოგი ჩაგელიშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრები.


Spread the love