/ვინ იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სოფელ გლოლიდან

ვინ იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სოფელ გლოლიდან

Spread the love

 

ალბათ ყველას გინახავთ ამერიკული ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. ფილმი აგებულია რეალური ძმები ნოლანდების ისტორიაზე, ამერიკელი დედა მეორე მსოფლიო ომში აგზავნის 4 შვილს. შეუძლებელია ფილმის პირველი კარდებიდან არ იგრძნო ის ტკივილი რაც, მაშინ ამ დედის გულში დატრიალდებოდა სამი შვილის დახოცვის ამბის გაგების შემდეგ

თუმცა აქ ოკეანის გადმოღმა, ამ პატარა სოფელ გლოლაᲨი ისტორია პარალელურად განმეორდა ან შეიძლება უფრო ადრეც მოხდა, ვიდრე ამერიკული მოხდებოდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა კავშირი 1941 წლიდან იყო, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. გლოლიდან დედამ 4 შვილი და ერთი მაზლისშვილი გაუშვა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც მხოლოდ ერთი დაუბრუნდა ოჯახს

ეს გმირი ქალი და დედა იყო ბაბო სულთანიშვილი-ბიჭაშვილისა.

ბაბოსა და პავლე ბიჭაშვილის ოჯახმა 5 ვაჟი: ნესტორი, რომანოზი, ივანე, აკაკი და ძმიშვილი გიორგი გაუშვა მეორე მსოფლიო ომში. ყველაზე უმცროსი რომანოზი ამ დროს სულ რაღაც 19 წლის იყო. სოფელში მხოლოდ აკაკი დაბრუნდა. დანარჩენები ითვლებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად და მათი საფლავების ადგილმდეობარეობაც კი არ იცის ოჯახმა.

აკაკი ბიᲭაᲨვილი და მისი ჯილდოები (მეტი არაფერი აქვს ოჯახს)

მეორე მსოფლიო ომში ონის მუციპალიტეტის სოფელმა გლოლამ 217 ვაჟკაცი გაუშვა და აქედან 89 ვერ დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. დამერწმუნებით ეს უდიდესი დანაკლისია მთის სოფლისთვის, რომელიც მაშინაც და ახლაც მამაკაცის ფიზიკურ ძალაზე და შრომაზე იყო და არის დამოკიდებული.

ისტორია ერთი ოკეანის ორივე ნაპირზე ერთნაირად წარიმართა, ზუსტად ერთნაირ ტკივილს იგრძნობდა ორივე დედა, ზუსტად ერთნაირი ტრაგედიაა ოჯახისთვის 3 ვაჟკაცის ერთად დაკარგვა. თუმცა ამერიკელი ძმების ნოლანდების შესახებ ამბავი ყველამ ვიცით, რადგან ამ ისტორიაზე ამერიკელებმა შესანიშნავი ფილმი გადაიღეს, ჩვენი კი დავიწყებული გვაქვს, შეიძლება თვითონ სოფელშიც კი პირველად ესმით მათი თანამემამულეების 4 შესანიშნავი ქართველი ძმები ბიჭაშვილების ტრაგიკული ისტორია.

მსგავსი ისტორიები არ უნდა იკარგებოდეს, სწორედ მათმა თავგანწირვამ მოიტანა დღევანდელი მშვიდობა.

გილოცავთ 9 მაისის გამარჯვებას, ეს გამარჯვება არ იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის გამარჯვება, ეს იყო უბრალო ხალხის, მსოფლიო მოსახლეობის ბრძოლა საერთო მტრის, მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ და ღმერთმა აცხონოს იმათი სულები, ვინც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას.

ეს ისტორია გვიამბო გლოლის მკვიდრმა, ქალბატონმა ლელა ზაქარაიამ.


Spread the love