/შეუბნის მონასტერი სინაწმინდა ( იგივე Თავასა)

შეუბნის მონასტერი სინაწმინდა ( იგივე Თავასა)

Spread the love

 

შეუბნის მონასტერი – მონასტერი სოფელ შეუბანში, ონის მუნიციპალიტეტში. ეკლესია, რომელსაც „სინაწმინდას“ უწოდებენ, მდებარეობს მაღალ ტყიან სერზე. აქ, თქმულების მიხედვით, თამარ მეფის ერთი ნაწნავი ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ ტაძარი აიგო X საუკუნეში. ის 1920–იან წლებში ნახევრად დაუნგრევიათ.

შეუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული, ნანგრევების სახით. მისი საერთო ზომებია 9, 20 X 7, 80 მ. ნაგებია გათლილი შირიმის, გამოტეხილი კლდის ქვისა და კირის ხსნარისაგან. ეკლესიის გარე კედლების სისქე 80 სმ. ხოლო საკურთხევლისა და მის მომიჯნავე სადიაკვნესა და სამკვეთლოს შორის არსებული კედლებისა 70 სმ.

კარი დატანებული აქვს სამხრეთ კედელში სიგანით 90 სმ. ეკლესიის საკურთხეველი 2, 30 მ. სიგანისაა. სადიაკვნეს გააჩნია 1, 70 X 0, 90 მ. ზომის კარი, ხოლო სამკვეთოს კარი 1, 60 X0 0, 80 მ. ზომისაა. ორივე სათავსოს კარები მარჯვნივ და მარცხნივ გათლილი შირიმის კვადრებითაა ამოყვანილი, ზემოდან კი, კლდის მასიური ლოდები ფარავთ. სამკვეთლოში კამარული გადახურვაა. მის აღმოსავლეთ კედელში დატანებულია შირიმის ქვით გამოყვანილი შეისრულთაღიანი სარკმელი, ზომით 75 X 45 სმ., რომელიც გარედან შიგნით ვიწროვდება.

ფასადზე შემორჩენილია აღნიშნული სარკმლის შირიმის ქვები, მათ შორის საყურადღებოა 38 სმ. სიგანის ქვა, სადაც 10 სმ. სიგანეზე სარკმლის ძირი და გვერდები, პატარა დონეზე ერთიან ქვაშია ამოკვეთილი. დასავლეთის კედელი 1, 30 მ. სიმაღლიდან შეწეულია შიგნით 15 სმ-ით, რაც აშკარად შემდგომ გადაკეთებაზე მიუთითებს. როგორც ჩანს ეკლესიას შიგნით და გარეთ გააჩნდა უხეშად დამუშავებული გამოტეხილი ქვის საპირე წყობა, თუმცა ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება კარგად დამუშავებული შირიმის ქვით მოპირკეთებაც. ეკლესიის შამონაცვენი ქვები განთავსებულია უმეტესად შენობის გარშემო, მცირედი ნაწილი კი ეკლესიის შიგნით.

 

 


Spread the love