/ფილა ხითხუროთა გამოსახულებით (სხვავას წმ. სამების ეკლესიიდან), X-XI საუკუნეთა მიჯნა

ფილა ხითხუროთა გამოსახულებით (სხვავას წმ. სამების ეკლესიიდან), X-XI საუკუნეთა მიჯნა

ავტორი: ნანა მაისურაძე

ფილა ხითხუროთა გამოსახულებით (სხვავას წმ. სამების ეკლესიიდან), X-XI საუკუნეთა მიჯნა.

ფილა ინახება ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ფილაზე ორი წარწერაა. ერთი წარწერით ირკვევა აქ გამოსახულ პირთა სახელები: კვირიკე, ოქროპირი და მიქაელი. მეორე წარწერა კი შემდეგნაირად იკითხება: „წმიდაო სამებაო, შეიწყალე ოქროპირი და შვილნი მისნი“.

„ყველაზე საინტერესო რელიეფზე ნაჩვენები სამუშაო იარაღებია. კვირიკეს ორივე ხელით წალდი უჭირავს მკერდთან, ოქროპირს ოდნავ განზე გაწეულ ხელში ქვემოთ დაშვებული საზომი ლატანი (?) უკავია, ხოლო მიქაელს მარჯვენა ხელით სადურგლო ცული აქვს მაღლა აწეული. ამ ინსტრუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოსახული ოსტატები ხითხუროები უნდა ყოფილიყვნენ.

სხვავას რელიეფზე წარმოდგენილი იარაღების ნაკრები უნიკალურია, ანალოგი ჩვენში არცერთს არ მოეძებნება. მათი სპეციფიკა საკმაოდ ზუსტად არის გადმოცემული. წალდს წვერმოკაუჭებული ვიწრო პირი და გრძელი ტარი აქვს. ცული ნაჩვენებია ფართო პირით, რომელიც ტარისგან დაცილებულია – ეს დაცილება აუცილებელი იყო, რათა დურგალს მორების თლისას ხელი არ დაეზიანებინა. უფრო რთულია ოქროპირის ინსტრუმენტის იდენტიფიცირება. თუ აქ მართლაც საზომი ლატანი გვაქვს, ეს პირდაპირი მითითებაა ოქროპირის პირველობაზე გამოსახულ ოსტატთა შორის – ზომვა უფროსი ხითხუროს საქმეა, რომელიც, ტოტების კაფვისა და მორების თლისაგან განსხვავებით, ფიზიკურ ძალაზე მეტად ცოდნასა და გონებრივ უნარს მოითხოვს“.

დ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში (თბილისი, 2012).