/ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი

ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი

Spread the love

 

ალექსანდრე (საᲨა) რეხვიაᲨვილი, დაიბადა 17 იანვარი 1938, მოსკოვᲨი გარდაიცვალა 10 დეკემბერი 2020, თბილისი.

ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა. 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი

გამორჩეულმა ქართველმა კინორეჟისორმა, კინოოპერატორმა და სცენარების ავტორმა განათლება მოსკოვში მიიღო, 1971 წლიდან კი მოღვაწეობა განაგრძო კინოსტურია „ქართულ ფილმში“

როგორც დამდგმელ ოპერატორს ალექსანდრე რეხვიაშვილს გადაღებული აქვს „ალავერდობა“ (1963), „მიქელა“ (1964), „ფიროსმანი“ (1969), „ძაღლი“ (1974), „რამაზ ჩხიკვაძე“ (2013)

როგორც რეჟისორი, იგი ავტორია მხატვრული ფილმების: „ნუცა“ (1971), „მწვანე მდელო“ (1973), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989)

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედება აღიარებული იყო როგორც მის სამშობლოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ჯილდოებს შორის აღსანიშნავია „ოქროს დუკატი“ საუკეთესო რეჟისურისათვის და „ფიპრესის“ პრიზი მანჰაიმის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ალექსანდრე რეხვიაშვილი ასევე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

ბოლო 20 წლის მანძილზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი შესთავაზა მაყურებელს. მისი ბოლო ნამუშევრის პრემიერა 2019 წელს შედგა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსობ ხუნდაძის შესახებ მოგვითხრობს


Spread the love