/სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები. ამის შესახებ 26 აპრილის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.