22- 23 აპრილს , ამბროლაურის რაიონში გაკეთდა Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო 64 სწრაფი მარტივი ტესტი, აქედან დადებითი შემთხვევების რაოდენობა არის 3.
ქუთაისში გაგზავნილი პსრ ტესტიდან დადებითი შემთხვევა აღმოჩნდა 1.
16 მარტიდან დღემდე Covid-19-ის საწინააღმრდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკათი” შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ” ამბროლაურის საავადმყოფოში აცრილია 48 ადამიანი, აცრის პირველ დღეს აიცრა ა ა ი პ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 4 ექიმები რაონის ექიმებთან ერთად, აცრის შემდგომ გვერდით რეაქციას ადგილი არ ჰქონია.
24 აპრილს დაგეგმილია “ასტრაზენეკის “ვაქცინით კიდევ 10 ადამიანის აცრა.
აღნიშნულ ინფორმაციას ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.