/მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, ახლის დაწესება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა, ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე და შაბათ-კვირას კვების ობიექტები კვლავ მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ასევე, ხანდაზმულ მოქალაქეებს – მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. გარდა ამისა, მათივე თქმით, გამკაცრდება დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი