/ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 754, „პისიარ“-ტესტით –12 292.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,58%, ბოლო 14 დღის – 2,91%, ბოლო 7 დღის – 3,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 294 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 132 გამოჯანმრთელდა, 3 925 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 27 654 პირი, დღიურად აცრილია – 1 237 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 335, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 427 პირი.