გასულ 24 საათში , ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 6 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან შემდეგი სოფლებიდან: წესი და სადმელი.
ამ დროისთვის 27 პირი ბინაზე მკურნალობს, 1 ადამიანი სტაციონარში არის გადაყვანილი.
2021 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის
160 შემთხვევა გამოვლინდა ,აქედან 131 გამოჯანმრთელდა ,ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.
ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია!