საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 31645, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20727, PCR ტესტით – 10918
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,4%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,04%
- სულ აცრილია – 26427, დღიურად აცრილია – 1504
- კარანტინის რეჟიმში – 331
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2720
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 400