/რაჭის მეღვინეთა კლუბი

რაჭის მეღვინეთა კლუბი

Spread the love

 

რაჭაში შეიქმნა პირველი ოფიციალური , რაჭის მეღვინეთა კლუბი”, რომელიც ორიენტირებული იქნება რაჭის მეღვინეობის განვითარებასა და უნიკალური ღვინოების ექსპორტზე ევრო კავშირის ქვეყნებში.

რაჭის მეღვინეთა კლუბის, მეორე, ოფიციალური შეხვედრა შედგა სოფელ ძირაგეულში, კლუბის წევრ დიომიდე დვალთან,   შატო დიო-ში.

შეხვედრისას კლუბის წევრებმა განიხილეს თანამშრომლობის ფორმატი და დეტალები, ასევე დაიდო შეთანხმება კლუბის ახალ წევრებთან ოფიციალურ თანამშრომლობაზე და გადაეცათ კლუბის წევრობის  სერთიფიკატები.

კლუბის დახმარებით მოწვეული დარგის სპეციალისტები გაეცნენ წევრების და პოტენციური წევრების მარნებს და ღვინოებს, განხორციელდა დეგუსტაცია და გაიცა რეკომენდაციები შემდგომი საქმიანი ურთიერთობისათვის.

0


Spread the love