/ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, გამოვლინდა 513 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, გამოვლინდა 513 ახალი შემთხვევა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 111 გამოჯანმრთელდა, 3 613 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 342 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 111 პირი.


Spread the love