/აისეკ საქართველოს შეთავაზება რაჭის საგანმანათლებლო დაწესებულებებს

აისეკ საქართველოს შეთავაზება რაჭის საგანმანათლებლო დაწესებულებებს

Spread the love

აისეკი – მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო კომპანია შეიქმნა 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელი სტუდენტების მიერ, რომელთა მიზანი მსოფლიოში კულტურათა დაახლოების გზით კონფლიქტების თავიდან არიდება იყო. ორგანიზაციის მისია 72 წლის შემდეგ უცვლელი რჩება. აისეკი მსოფლიოს მაშტაბით თანამშრომლობს 26 000-მდე უნივერსიტეტთან და აქვს 10000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა საკუთარი მისიის შესრულების პროცესში.

აისეკის წარმომადგენლობა საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. ამჟამინდელი მდგომარეობით ორგანიზაცია  აერთიანებს ორი თბილისის და ბათუმის კომიტეტებს. ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით ქართველ  სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აისეკის მოხალისეობრივ და პროფესიულ გაცვლით  პროგრამებში ან გახდნენ ორგანიზაციის წევრები.

აისეკ საქართველო ასევე ეხმარება უცხოელ სტუდენტებს ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ მოხალისეობრივი სამუშაოები. მონაწილე ჩართულია სოციალური შინაარსის პროექტში, მუშაობს  ადგილობრივ NGO-ში, სკოლაში ან სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან ერთად მათ საშუალება აქვთ იმუშაონ სხვა  სტაჟიორებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაგეგმონ პროექტები, ჩაატარონ ტრენინგები და პრეზენტაციები, სოციალური შინაარსის  სამუშაოსთან ერთად აქვთ საშუალება გააცნონ ჩვენი ქვეყანა და კულტურა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს.

ასევე აისეკ საქართველო ეხმარება ქართულ საგანმანათლებლო ორგანიზაციების თავიან დაწესებულებებში უცხოელი მოხალისის მიღებაში.  Გაცვლითი პროგრამის მონაწილეები 6 კვირის განმავლობაში ეწევიან მოხალისეობრივ სამუშაოებს რაც გულისხმობს ინგლისური და გერმანულის  ენების სწავლებას. Სამუშაო საათები განისაზღვრება კვირაში 25-45 საათი, შაბათ-კვირის გარდა. მონაწილეების შერჩევაზე და სხვა ლოჯისტიკურ საკითხებზე ზრუნავს აისეკ საქართველოს გუნდი.  Მოხალისეების მიღება ხდება მსოფლისო 120-ზე მეტი ქვეყნიდან:  უკრაინა, ჩეხეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, ეგვიპტე,სერბია,იორდანია და ა.შ.

უცხოელი მოხალისის მიღების პირობები იხილეთ ქვემოთ.

 

დამატებითი ინფომაციისათვის დაგვიკავშირდით.

თემურ ცენტერაძე – აისეკ საქართველო გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელი

ტელეფონი: 555 30 28 21

Email: temur.tsenteradze2@aiesec.net


Spread the love