/1-ელი მარტიდან შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება

1-ელი მარტიდან შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება

Spread the love

1-ელი მარტიდან შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.

ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ. ამასთან, კომპანიებმა სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.

აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.

2013 წელს „შრომის კოდექსში” მთელი რიგი ცვლილებები შევიდა, რომელმაც შედარებით გააუმჯობესა დასაქმებულის მდგომარეობა და დამსაქმებელს დამატებით ვალდებულებები განესაზღვრა.

დამსაქმებელს დაეკისრა ვალდებულებები უზრუნველეყო დასაქმებულები გარკვეული სოციალური გარანტიებით, მათ შორის ზეგანაკვეთურად მუშაობის შემთხვევაში აანაზღაუროს ნამუშევარი საათები, გაზრდილი ტარიფით, მისცეს ანაზღაურებადი შვებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადით  და სხვა.

ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სექტორში, ირღვევა დასაქმებულთა უფლებები. მიუხედავად გარკვეული რეგულაციების არსებობისა, რეალურად პრაქტიკაში მათი ასახვა რეალიზება ნაკლებად ხდება, ძალიან ხშირად ილახება დასაქმებულთა უფლებები.

შესაბამისად, სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება ემსახურება სწორედ დასაქმებულთა უფლებების დაცვას, რადგან, პირველ რიგში, აღრიცხული იქნება ინფორმაცია, თუ რამდენად სარგებლობს დასაქმებული შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებებით.

მეორე კომპონენტი გახლავთ ის, რომ თუ სადავო გახდა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ამ უფლებებით სარგებლობის მოცემულობა, ასეთ შემთხვევაში უკვე  დასაქმებულს ექნება დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნება ეს მონაცემები.

და კიდევ ერთი, მესამე და უმნიშვნელოვანესი ეს არის შრომის ინსპექციის კონტოლის მექანიზმის განხორციელება.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი, შეამოწმოს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში არსებული ინფორმაციის ამ სახით ასახვა, უფრო ნათელს გახდის კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმებულის უფლებების დაცვის სტანდარტს. უფრო თვალნათელი იქნება, ერთი მხრივ დასაქმებულისთვის, მეორე მხრივ დამსაქმებლებისთვის, ხოლო მესამე მხრივ, მაკონტროლებელი შრომის ინსპექციისთვის რა რეალობაა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სამუშაო ადგილზე.

დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაავალდებულოს დასაქმებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო, და თუ დასაქმებულ სურს შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაოს – ეს მისი უფლებამოსილება. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს დასაქმებულს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი თითო საათი გაზრდილი ტარიფით.

პირობითად, თუ დასაქმებული 1 საათში იღებს 2 ლარს, ზეგანაკვეთურად ნამუშევარ თითო საათში უნდა აიღოს 2 ლარს დამატებული გარკვეული თანხა.


Spread the love