საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 436 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17 311, პისიარტესტი – 8 125.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542, კლინიკურ სასტუმროში რჩება 167 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 270137 , ბოლო 24 საათში – 337
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 264047 , ბოლო 24 საათში – 320
- მათ შორის გარდაცვლილი – 3485 , ბოლო 24 საათში – 10
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25436, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17311, PCR ტესტით – 8125
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%
- კარანტინის რეჟიმში – 304
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1542
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 167