/შეზღუდვების ნაწილი პირველი მარტიდან ეტაპობრივად მოიხსნება

შეზღუდვების ნაწილი პირველი მარტიდან ეტაპობრივად მოიხსნება

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მატიდან,  – ამის შესახებ   საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელი იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით“, –აღნიშნა პრემიერმა.

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.

15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები.

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან.

15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები

1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძელებენ.

რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან.

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.