/პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხვალიდან ქვეყანაში ნაწილი შეზღუდვები იხსნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხვალიდან ქვეყანაში ნაწილი შეზღუდვები იხსნება

Spread the love

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასევე 25 თებერვლიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი,გაიხსნება  სამთო კურორტებზე სასტუმროები.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება რვა მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით.

„ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


Spread the love