საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 355 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 637 –ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 435–ია.
ბოლო 24 საათში 9 653 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 4 697, პისიარტესტი – 4 956.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,5 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 328 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 723, კლინიკურ სასტუმროში რჩება 231 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 268355 , ბოლო 24 საათში – 258
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 261637 , ბოლო 24 საათში – 571
- მათ შორის გარდაცვლილი – 3435 , ბოლო 24 საათში – 10
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9653, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4697, PCR ტესტით – 4956
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,67%, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,5%
- კარანტინის რეჟიმში – 328
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1723
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 231