/ვილი სანიოლს სამი ქართველი ასისტენტი ეყოლება საქართველოს ნაკრებში

ვილი სანიოლს სამი ქართველი ასისტენტი ეყოლება საქართველოს ნაკრებში

Spread the love

როგორც უკვე ცნობილია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი გაწვრთნის.

43 წლის ფრანგმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2014-16 წლებში სანიოლი ფრანგული ბორდოს მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, ერთ შეხვედრაში კი, როდესაც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს ასრულებდა, მიუნხენური კლუბი ბუნდესლიგის მატჩზე გაიყვანა.

ვილი სანიოლს მრავალწიალი საფეხბურთო კარიერა უმაგრებს ზურგს. 1995-97 წლებში მშობლიურ სენტ-ეტინეში თამაშობდა, საიდანაც მონაკოში გადავიდა. 2000 წელს სანილი მიუნხენის ბაიერნს შეუერთდა, სადაც კარიერის დასრულებამდე, 2008 წლამდე თამაშობდა.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლს 58 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთ-ერთი შეხვედრა კი თბილისში, 2006 წელს, საქართველოს ნაკრების წინააღდეგ გამართა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი სანიოლი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. პირველ მატჩს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 25 მარტს, სტუმრად შვედეთის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარლგებში გამართავს.

ვილი სანიოლს სამი ქართველი ასისტენტი ეყოლება საქართველოს ნაკრებში.

ფრანგის მთავარი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში რამაზ სვანაძესთან ერთად ნოემბერში უკვე იმუშავა.

ხიზანიშვილი პოსტს დატოვებს იმ ასაკობრივ ნაკრებებში, სადაც ამ დრომდე მუშაობდა. იგი იყო 16 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი და 21 წლამდე ნაკრებში, ვასილ მაისურაძის ასისტენტი.

ხიზანიშვილის გარდა, ქართველი იქნება მეკარეების მწვრთნელი და ანალიტიკოსიც. მათი ვინაობა  ამ ეტაპზე  მედიისთვის ცნობილი არ არის.

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი მატჩში 2021 წლის 25 მარტს, სტოკჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ აქვს. 28 მარტს სანიოლის გუნდი თბილისში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 3 დღის შემდეგ კი სალონიკში, საბერძნეთის ნაკრებთან ითამაშებს.


Spread the love