/ საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 თებერვალს,სერბეთთან დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება

 საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 თებერვალს,სერბეთთან დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება

Spread the love

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამშაბათ საღამოს მორიგი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა გუნდი სრული შემადგენლობით ავარჯიშა. დილას, მსუბუქად დატვირთვის შემდეგ, სრულად დაიტვირთა გიორგი შერმადინი.

ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების კალათბურთელები კომპლექსურად, არაერთ კომპონენტში ავარჯიშა, თუმცა მეტი დრო კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. მწვრთნელებმა მოთამაშეებს ჯერ ცალ ფარში დაამუშავებინეს არაერთი კომბინაცია, შემდეგ კი ორმხრივი, სტანდარტული კალათბურთი ათამაშეს და დაცვისა თუ შეტევის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება.

სამწვრთნელო შტაბი იმაზე მუშაობს, რომ ნაკრები 19 თებერვალს, სერბეთთან დაგეგმილ მატჩს სრულად მომზადებული შეხვდეს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური კუთხით.


Spread the love